воскресенье, 17 июля 2011 г.

თამბაქოს მავნეობა


პროექტის სახელწოდება:   თამბაქოს  მავნეობა
პროექტის  მთავარი იდეა:  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
პროექტის აქტუალობა:  სამწუხაროდ დღესდღეობით ბევრი მოზარდი არის თამბაქოს მომხმარებელი და ამ პროექტით ისინი გაეცნობიან თუ რამდენად საზიანოა თამბაქო ჯამრთელობისათვის.
პროექტის მიზანი: დაინახონ მოსწავლეებმა თამბაქოს მავნეობა და არა მარტო მათ არ გახდნენ თამბაქოს მომხმარებლები, არამედ სხვებსაც მისცენ სასარგებლო რჩევები. ისწავლონ საზოგადოებაში ქცევის წესები. გაუფრთხილდნენ ჯამრთელობას და იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
მონაწილეთა ასაკი: 14- 16 წელი.
ხანგრძლივობა: ერთი თვე
მოსალოდნელილი შედეგები: მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტში მწეველი და არამწეველი ადამიანების შესახებ, გაეცნობიან დაავადებებს,რომლითაც  თამბაქოს მომხმარებლები ავადდებიან,გამოიკვლევენ კვამლის შედგენილობას და ნიკოტინის თვისებებს .ინტერნეტიდან ამოიღებენ სურათებს,რომელზეც მწეველი და არამწეველი ადამიანების ორგანოები და ორგანოთა სისტემები იქნება მოცემული, თვითონაც გააკეთებენ ნახატებს და ამკრძალველ პლაკატებს,  შეიქმნება ბლოგი, გაკეთდება პრეზენტაცია და ანგარიში.
საჭირო რესურსები:   კლასგარეშე ლიტერატურა [ქიმიისა და ბიოლოგიის ენციკლოპედია], კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი,. ნახატები. სურათები.ამკრძალველი პლაკატები.
პროექტის მსვლელობა:  მოსწავლეები დაიყოფიან სამ ჯგუფად: პირველ ჯგუფს დაევალება ინტერნეტში მოიძიონ ინფორმაცია მწეველ და არამწეველ ადამიანებზე.[მწეველი ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში, აქედან მოზარდთა რაოდენობა]. 
   მეორე ჯგუფს-მოიძიონ ინფორმაცია იმ დაავადებებზე და სავალალო შედეგებზე რომელსაც თამბაქოს მოხმარება იწვევს,განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მოზარდებსა და ფეხმძიმე ქალებში მიღებულ უარყოფით შედეგებს. 
  მესამე ჯგუფს-მოიძიონ ინფორმაცია კვამლის შედგენილობაზე და ნიკოტინის თვისებებზე.ინტერნეტიდან ამოიღონ სურათები, გააკეთონ ნახატები და პლაკატები.
  ინფორმაციის გაცნობის შემდეგ გაიმართება დისკუსია მოსწავლეებსა და მსმენელებს[აუდიტორიას] შორის, იქნება დებატები მწეველ და არამწეველ მოზარდებს შორის და შედეგები შეჯამდება. 
  დასასრულს პროექტის მონაწილეები გააკეთებენ სურათებისა და ნახატების გამოფენას, სკოლის დერეფნებში გააკრავენ თამბაქოს ამკრძალველ პლაკატებს.
საგნებთან კავშირი: ბიოლოგია, ქიმია, სპორტი და ისტ.
პროექტის ხელმძღვანელი; ნანა ბერიძე
ელ. ფოსტა: n.berdze2011@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: gona01.blogspot.com
 გაკვეთილის გეგმა

 


 







Комментариев нет:

Отправить комментарий